ქართველი ქალები და კაცები

დღეს ჩემმა მეგობარმა ბიჭმა დაწერა რაღაც, რასაც თვიდან დავეთანხმე, მაგრამ შემდეგ საშინელი აგრესიის გრძნობა გამიჩნდა ქართველი კაცების მიმართ.

ის წერდა რომ ქართველი გოგოები უკვე ბოზებს ემსგავსებიან და ჰგონიათ რომ 21-ე საუკუნე –  ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი სექსუალრუად უნდა გამოიყურებოდნენ და თავი გაანებონ ყველნაირ კომპლექსებს. მოკლედის ჩემი მეგობარი იმას ამბობს რომ საქართველო გაირყვნა და ეს იმის ბრალია რომ ვცდილობთ ევროპელები გავხდეთ, მაგრამ ამის მიღწევას არასწორი გზებით ვაკეთებთ.

მაპატიეთ იმისთვის რომ ჟარგონებს ვიხმარ, მაგრამ ჩემს ფიქრებში როგორც მომდის სიტყვები ისე ვწერ და ეს ალბათ ჩემი “გარყვნილობის” და ასაკის ბრალია.

რაღაც პონტში ჩემი მეგობარი მართალია მაგრამ მე იმაზე გავბრაზდი, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ გოგოებს ეხებოდა. თურმე გარყვნილი ქართველები მხოლოდ გოგოები არიან და ის რომ ბიჭებს მათთან სექსი უნდებათ მათი ჩაცმულობის გამო ეს გოგოების ბრალია. მაპატიეთ ბიჭებო, მაგრამ მე თუ მინდა ტანგას ჩავიცვამ და თუ მინდა მოკლე კაბას. აქ ევროპელობა არაფერ შუაშია. საქმე იმაშია, რომ მართლაც 21-ე საუკუნეა და 21-ე საუკუნემ ბევრ მიღწევასთან უფრო დიდი თავისუფლებაც მოგვიტანა. მხოლოდ ის რომ ქართველი გოგო ვარ იმას არ ნიშნავს რომ გრძელი კაბა უნდა მეცვას და ჩემი მკერდი უნდა დავმალო, რომ მათ არ გამოიწვიონ ბიჭებში სექსის სურვილი. ბიჭები თუ თავს ვერ იკავებენ კომენტარებისგან ეს ჩემი ბრალი არ არის და დამიჯერეთ არც მაინტერესებს ბიჭი როგორ შემომხედავს. ისე არც ტანგას ვხმარობ არც კაბებს ვიცვამ და არც დეკოლტეს, მაგრამ ეს მხოლოდ იმოტომ, რომ არაკომფორტულად ვარ ამ ყველაფერში.

ქართველები ცდილობენ შეინარჩუნონ უაზრო ძველი ტრადიციები იმიტომ რომ, როგორც ამბობენ, საქართველო უწმინდესი ერია. უწმინდესი ჩემი ფეხი. სიწმინდე არ განისაზღვრება ეკლესიებისა და მღვდლების რაოდენობით. რამდენი მორწმუნეა საქართველოში რომელიც ყველა ათეისტზე უარესია? მაგრამ მოდით რელიგიურ საუბრებზე ნუ გადავალთ.

ვაღიარებ რომ ფემინისტი ვარ. ოღოდ გიჟი ფანატიკოსი ფენიმინისტი არა. საქართველოში ფემინისტობა ძალიან ძნელია.

ბიჭებს ხომ არ მოგწონს გოგოს რომ მოკლე კაბა აცვია და ძუძუები აქ გადმოგდებული, რაც თურე 21-ე საუკუნის ბრალია. მე კიდე არ მომწონს ქართველი ბიჭები რომლებიც ჯერ კიდევ 90-იანი წლების ძველბიჭობაში არიან ჩარჩენილები, რომლებიც ქალის პატივისცემაზე ლაპარაკობენ, მეორე წამს კი გოგოებს უპრობლემოდ აგინებენ, ოღონდ იმ გოგოებს რომლებიც მათი მეგობრები არ არიან რა თქმა უნდა. რომლებიც რელიგიას და ღმერთს ქადაგებენ, არდა ბიბლიაც კი არ აქვთ წაკითხული. რომლებიც ისტერიკას ტეხავენ როდესაც დედას აგინებენ არადა უპრობლემოდ გაიძახიან ყველა წინადადებაში “ჩემი დედა მოვტყან” და “ბოზიშვილი ვიყო”. ყველაზე “ღადაობა” კი ის არის რომ ისინი არც გაზრდილან 90-იან წლებში. უბრალოდ მშობლების მონაყოლებიდან იციან როგორ ტიპები იყვნენ “ნამდვილი ქართველი კაცები” მაშინ და ცდილობენ ქურდ მამიკოებს მიბაძონ.

საქართველოში ყველანაირ სიახლეს ცუდად ხვდებიან და ყველაფერს ევროპას და ამერიკას აბრალებენ. ვითომ ადრე არ იყვნენ ბოზები ან ჰომოსექსუალები ან ათეისტები და მხოლოდ ახლა გამოჩდნენ იმიტომ რომ საქართველო გაირყვნა.

რა სისულელეა. როდის გაიგებს ეს ხალხი რომ საქმე მართლაც ქართულ მენტალიტეტშია და არა იმაში ვინ მოვა მთავრობაში და ვის მივბაძავთ. მე მიყვარს საქართველო და აქ არის ბევრი ადამიანი რომელივ მართლა პატივსაცემია და რომელსაც შეუძლია მხოლოდ ერთი მიმართულებით არ იხედოს. სამწუხაროდ ასეთი ძალიან ცოტაა.